Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკას ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა პინტუ ინფიცირებულია

რომაში კორონა ვირუსთან არსებულ სიტუაციაზე ცოტა ხნის წინ მეტი დეტალი გავრცელდა.

პაულო ფონსეკამ დღეს გუნდთან ერთად გამგზავრება ვერ მოახერხა და იყო ვარაუდები, რომ მას კორონა ვირუსი ჰქონდა, თუმცა ჯალოროსის თავკაცს ტესტები ჩაუტარდა და მას საბედნიეროდ კორონა ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა ჯალოროსის ახალი დირექტორი ტიაგო პინტუ, რომელიც რომში დღეს ჩაფრინდა და სამსახურში პირველი დღე ჰქონდა.

იმის გამო, რომ ფონსეკა პინტუს შეხვდა, გუნდმა თავის დაზღვევის მიზნით ის იზოლაციაში გადაიყვანა და განმეორებითი ტესტი ჩაუტარა, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა და ჯალოროსის კროტონესთან მატჩში სწორედ პაულო უხელმძღვანელებს.

გათიშვა