Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკას კომენტარი კალიაისთან მატჩის შემდეგ

რომამ ქულები ამჯერად კალიარისთან დაკარგა და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას ფაქტობრივად გამოეთშა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ჯალოროსის თავკაცმა გააკეთა.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ თამაშს არასწორი განწყობით მიუდექით. ტორინოსთან სასურველ შედეგზე არ ვიბრძოლეთ, მაგრამ დღეს ამაში გუნდს ვერ დავადანაშაულებ.

„ჩვენ შეცდომის გამო ნაადრევი გოლი გავუშვით, რომელზეც გუნდმა კარგი პასუხი გასცა, თუმცა კალიარიმ ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენა.

„სმოლინგი ? მან კარგი მატჩი ჩაატარა. ამხელა პაუზის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, რომ ის მოედანზე დაბრუნებულიყო და არის შანსი იმისა, რომ მან მანჩესტერთან შეხვედრა ძირითადში დაიწყოს.

„სამწუხაროდ ყველასთვის, ვინც ტრავმები მოირჩინეს, მოედანზე დროის მიცემა ვერ მოვახერხეთ, რადგან სმოლინგი-სპინაცოლას თამაში ახლა ჩვენთვის უმნიშნელოვანესი იყო.

„წინ მანჩესტერის წინააღმდეგ ურთულესი მატჩი გველოდება. ვიცით, რომ ისინი კონტრ-შეტევებზე ძალიან სახიფათოები არიან, მაგრამ ჩვენ მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებულები ვერ ვიქნებით. ჩვენ ბურთი უდნა შევინარჩუნოთ, მათ პრობლემები შევუქმნათ და ჩვენი იდენტობა გამოვავლინოთ.“