Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“შეუცვლელი არავინ არის“

რომას მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს,რომ ედინ ჯეკო ბრეშასტან თამაშისთვის მზად იქნება და აღნიშნავს,რომ ევროპა ლიგის პლეი-ოფებში იოლი მეტოქე არ არსებობს.

„ევროპა ლიგის ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით,სადაც ყველა მეტოქე ძალიან ძლიერია და წინასწარ ლაპარაკი ამა თუ იმ გუნდზე ძალიან ძნელია.ჩვენი მთავარი ამოცანა სევილიას დამარცხებაა,დანარჩენ მოწინააღმდეგეებზე ამის შემდეგ ვიზრუნებთ.

„ჩვენ ვმუშაობთ,რომ კრის სმოლინგი ევროპა ლიგის პერიოდშიც ჩვენი ფეხბურთელი იყოს და მოლაპარაკებები წარმატებით ვითარდება.

„ბრეშასტან დაპირისპირებას რაც შეეხება,სამწუხაროდ სმოლინგი ვერ დაგვეხმარება,ედინ ჯეკოს დიდი ალბათობით დავასვენებ,რადგან მან რამდენიმე დღეში 2 შეხვედრა ჩაატარა და დასვენება სჭირდება.

„დაცვის ხაზში ფაციოს დავაყენებ,რომელიც კრისტანტეს შეცვლის.

„პელეგრინის რაც შეეხება,ის ახალგაზრდა ფეხბურთელია,რომელსაც განვითარების შესაძლებლობა აქვს.ნუ დაგავიწყდებათ,რომ მან სეზონის მანძილზე არაერთი ტრავმა გადაიტანა.

„ჩვენ ბოლო თამაშებში ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდა.თუ გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია,მაშინ ტაქტიკა კარგად მუშაობს და მენტალურადაც უფრო ძლიერები ვართ.

„სამწუხაროდ ბრეშასთან ვერც მხითარიანი ვერ დაგვეხმარება,რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდის ლიდერად ყალიბდება.

„თუმცა,შეუცვლელი გუნდში არავინ არ არის და ფეხბურთელების არ ყოფნა გასამართლებელი მიზეზი არ უნდა გახდეს.რომა მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის.“

Leave a Reply

Your email address will not be published.