Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ აიაქსთან მატჩი სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანია“

პაულო ფონსეკამ ევროპა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც ხვალ რომში გაიმართება, პრეს-კონფერენცია გამართა.

ჯალოროსიმ ამსტერდამში აიაქსის 2 – 1 დამარცხება მოახერხა და ნახევარფინალთან ძალიან ახლოს არის.

„ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის მიმდინარე სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ამსტერდამში მოპოვებული უპირატესობა უნდა დავივიწყოთ და მოედანზე 100 პროცენტით კონცენტრირებულები გავიდეთ.

„ჩვენ თამაშისადმი იგივე მიდგომა დაგვჭირდება, როგორიც ბოლო ორ შეხვედრაში გამოვავლინეთ. აიაქსი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც რომში გასამარჯვებლად ჩამოვა და წინ კიდევ ერთი ურთულესი შეხვედრა გველოდება.

„რომა თამაშისთვის კარგად არის მომზადებული და ბიჭებმა იციან, რომ მოდმევნო ეტაპზე გასასვლელად იდეალურთან მიახლოებული შეხვედრა უდნა ჩავატაროთ, განსაკუთრებით ყურადღებით კი დაცვაში უნდა ვიყოთ.

„სმოლინგი ? სამწუხაროდ ის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის და ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის დაბრუნდება, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„გუნდი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად თავს შესანიშნავად გრძნობს. ჩვენ მოტივირებულები ვართ და თამაშის მნიშვნელობა კარგად გვესმის.“