Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ ამბიციური რომა“

პაულო ფონსეკამ ჯენოასთან მატჩის შემდეგ, რომელიც ჯალოროსის გამარჯვებით, 3 – 1 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

„დღეს ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. გუნდმა თავისი იდენტობა გამოავლინა და 3 ქულა ნამდვილად დაიმსახურა. ჩვენ გოლის გატანის 4-5 შანსი გვქონდა, დაცვაში კი კონცენტრაცია არც ერთი წამით არ დაგვიკარგავს.

„ჩვენ მთელს თამაშში ერთადერთი შეცდომა და ვუშვით, რომელსაც გოლი მოჰყვა და ეს მომენტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მომენტში მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ითამაშო.“

ჯალოროსის თამაში ედინ ჯეკოს გარეშე უწევდა, რომელსაც კორონა ვირუსი აქვს.

„მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია, გუნდი თამაშის სტილს მაინც არ იცვლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ 1 გოლი გავუშვით, თუმცა 3 გავიტანეთ და უფრო მეტის საშუალებაც გვქონდა. ჯენოას გოლზე გუნდმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და 2 გოლი გაიტანა, სწორედ ასეთ მომენტებში გრძნობ, რომ გუნდი ამბიციურია და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.“