Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ არაადამიანური დატვირთვით გვიწევს თამაში…“

პაულო ფონსეკამ ჯენოასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

ჯალოროსის რიგებში ტრავმირებულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ამჯერად გუნდს ჯორდან ვერეტუ გამოაკლდა, რომელიც რომას მინიმუმ 1 თვე ვერ დაეხმარება.

„ძალიან ბევრი მწვრთნელი ფიქრობს, რომ გუნდებს ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი აქვთ და ტრავმები სწორედ ამის დამსახურებაა. ეს ყველგან ასეა, შეხედეთ რეალს ან ლივერპულს…

„ჩვენ ვითხოვთ, რომ ნაკრებში თამაშები შემცირდეს, რადგან ასეთი დატვირთვით თამაში არაადამიანურია.

„ფეხბურთელებს მატჩიდან მატჩამდე დასასვენებლად, შეხვედრისთვის მოსამზადებლად და სავარჯიშოდ 3 დღეც არ აქვთ, რასაც სანაკრებო თამაშებიც ემატება.

„ვერეტუ ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო, ახლა კი მისი შეცვლა გონსალო ვილარს ან ლორენცო პელეგრინის მოუწევს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს.

„ჯენოასთან მატჩი ძალიან რთული იქნება, რადგან ისინი შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და მაღალ პრესინგზე აკეთებენ აქცენტს. დანაკლისის მიუხედავად, ჩვენი ერთადერთი მიზანი ამ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა.“