Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ არ მესმის, რატომ ვთამაშობთ ჩვენ ხუთშაბათს ?“

პაულო ფონსეკამ ტორინოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რომას განრიგის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

„მე არ მესმის, თუ რატომ გვაქვს მარტო ჩვენ თამაში ხუთშაბათს, შემდეგ თამაშამდე მხოლოდ 72 საათით ადრე. სხვა გუნდებს დასვენების მეტი საშუალება ექნებათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ტორინო ძალიან ძლიერი გუნდია და სატურნირო ცხრილი მათ რეალურ შესაძლებლობებს არ გადმოსცემს. ისინი ძალიან ორგანიზებულები არიან და გამარჯვებისთვის ბოლომდე დახარჯვა დაგვჭირდება.“

რომამ გასულ ტურში ბოლონიას 5 – 1 მოუგო.

„შედეგები დადებითია და ეს ჩვენს მოტივაციას უფრო ზრდის. რომა ამბიციური უნდა იყოს და მიუხედავად იმისა, რომ სერია ა-ში ნებისმიერი მეტოქე ძალიან ძლიერია, ჩვენ ყოველთვის გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ.

„მე ტორინოს თითქმის ყველა მატჩს ვუყურე და ისინი დიდ გუნდებთან შესანიშნავად თამაშობენ. მათ აქვთ ხარისხი, მოდნომება და ხვალ რთული მატჩი გველოდება.

„ხვალ ძირითად შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ იქნება. საბედნიეროდ გუნდს ბევრი ფეხბურთელი არ აკლია და ჩვენ ოპტიმალური შემადგენლობის დაყენების საშუალება გვაქვს.“

ინტერის ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მსოფლიოს 5 საუკეთესო შემტევში შედის, თუმცა ამას პაულო არ დაეთანხმა.

„ჩემთვის, ჯეკო, მაიორალი და მხითარიანი საუკეთესო ხუთეულში არიან.“