Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ გუნდში არანაირი განხეთქილება არ არის“

პაულო ფონსეკამ იანგ ბოისთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და იმ ინფორმაციას, რომ ნაპოლისთან მატჩის შემდეგ გუნდის მფლობელსა და მას შორის უთანხმოება იყო, ტყუილი უწოდა.

„ეს ინფორმაცია ტყუილია. მას შემდეგ, რაც მე რომას მწვრთნელად დავინიშნე ჟურნალისტებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და თქვენ უდიდეს პატივს გცემთ, თუმცა ასეთი სიცრუის გავრცელებას ვერ შევეგუები.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ ვიცი, ითამაშებენ თუ არა ედინ ჯეკო და ლორენცო პელეგრინი. მათ უქმად ყოფნა საკმაოდ დიდი ხანი მოუწიათ და მათი ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ.

„თოთუელ შეხვედრაში საბოლოო შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა კარგი თამაში ასევე საყურადსაღებო კომპონენტია. გუნდმა ხვალინდელ მატჩში ნაპოლისთან შეხვედრა უნდა დაივიწყოს და ჩვეული მონდომებით და მენტალიტეტით უნდა გავიდეს მოედანზე, ანალიზი დასრულებულია, ხვალ ერთ-ერთი რიგითი მატჩია, რომლის მოგებაც გვსურს.

„ნაპოლისთან მარცხი არაფერს ცვლის, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ და ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ.“