Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ დიავარა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“

ბოლო პერიოდში ამადუ დიავარას რომადან შესაძლო წასვლაზე ხმები არ წყდება. ამ თემაზე კომენტარი ჯალოროსის მწვრთნელმა გააკეთა.

„დიავარა რომასთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამას მისი მოედანზე გატარებული წუთებიც ადასტურებს. ჩვენს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„ის ძალიან კარგად მუშაობს და გუნდს მისი იმედი ყველა თამაშში აქვს.“