Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ ვამაყობ, რომ რომას მწვრთნელი ვარ“

პაულო ფონსეკამ შახტართან მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ შახტარი ასე ითამაშებდა. ისინი კონტრ-შეტევებზე ძალიან ძლიერები არიან და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, ვიცოდით, თუ როდის დაგვეხია უკან და როდის შეგვეტია. რომამ კარგი მატჩი ჩაატარა.

„ეს მარტივი შეხვედრა არ ყოფილა. მე შახტარს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მათ ძალიან დიდი ხარისხი აქვთ. არ დაგავიწყდეთ, მათ რეალი დაამარცხეს და ინტერი ლიგას გამოთიშეს.

„მანჩინი ? მან თითქმის ყველა მატჩში მონაწილეობა მიიღო და გადაღლილია, თუმცა გუნდისთვის მსხვერპლზე მიდის და თამაშობს. ასეთი მონდომება მწვრთნელისთვის ყოველთვის კარგი სანახავია.“

ევროპა ლიგაზე რომა საუკეთესო იტალიური გუნდია. მათ 9-დან 7 მატჩის მოგება მოახერხეს.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ რომას გაწვრთნის ბედნიერება მაქვს. მე ეს ქალაქი და გულშემატკივრები ძალიან მიყვარს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც კარგ, ასევე ცუდ მომენტებში ბალანსი შევინარჩუნოთ.

„რომაში ყოფნისას მე როგორც მწვრთნელი ძალიან განვითარდი.“