Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ ინტერის თამაშის სტილის გაშიფრვა მარტივია, თუმცა…“

რომას მთავარმა მწვრთნელმა ინტერთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

რომა – ინტერის მატჩი ხვალ, 15:30 საათზე გაიმართება.

„ინტერს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მათი თამაშის სტილის გაგება ადვილია, თუმცა მათი შეჩერება თითქმის შეუძლებელი.

„ჩვენ თამაშისთვის მომზადება გვიწევს როგორც გუნდის, ასევე მათი რამდენიმე ფეხბურთელის წინააღმდეგ.

„ჩვენ შეცდომების უფლება არ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდურები დაცვაში, დავუშვათ მაქსიმალურად ცოტა შეცდომა და შექმნილი მომენტები კარგად გამოვიყენოთ.

„რომას თითოეული ფეხბურთელი ძალიან მოტივირებულია და გვსურს, რომ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატაროთ.

„საბედნიეროდ, ლეონარდო სპინაცოლამ ტრავმა მოირჩინა და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად იქნება.“

„სკუდეტოსთვის ბრძოლა ? ჩვენ ახლა ინტერთან მატჩზე ვფიქრობთ, შემდეგ კი ლაციოსთან შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია. სატურნირო ცხრილზე საუბარი ახლა უადგილოა.

„წინ ჯერ ძალიან ბევრი თამაშია დარჩენილი და იმედი გვაქვს, რომ ტრავმების გამო პრობლემები არ შეგვექმნება.

„სამწუხაროა, რომ მაყურებლებს სტადიონზე ყოფნის უფლება არ ეძლევათ, მაგრამ ჩვენ მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ და მათთვის ხვალ კარგი თამაში უდნა ვაჩვენოთ.“

გათიშვა