ფონსეკა:“ იუვესთან რომას კრისტანტე უკაპიტნებს“
რომა თავკაცმა იუვესთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჯეკოს შესახებ საუბარს აღარ ვაპირებ. ტიაგო პონტუმ მის შესახებ საკმარისად ილაპარაკა. ედინი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ხვალ გუნდის კაპიტანი კრისტანტე იქნება.
„იუვენტუსი სეზონში პირველი მატჩის შემდეგ ძალიან შეიცვალა. ახლა ისინი უფრო თავდაჯერებულები, უფრო ინტენსიურები და ძლიერები არიან, მათ დიდებული ინდივიდუალები ჰყავთ, რომლებსაც ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ.
„მაგრამ ჩვენ ჩვენს თავში დარწმუნებულები ვართ და მოედანზე თავდაჯერებულები გავალთ.
„დაიწყებს თუ არა მაიორალი სასტარტოდან ? მე მისი მახასიათებლები ძალიან კარგად ვიცი, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ამიტომ შესაძლოა სასტარტოში სწორედ ბორხა ვიხილოთ.
„მირანტე განაცხადში იქნება, მაგრამ ძირითადში პაუ იქნება. სამწუხაროდ ელ შაარავი ჯერჯერობით მზად არ არის, სმოლინგს და პედროს კი გარკვეული პრობლემები აქვთ და ხვალ ვერ ითამაშებენ.“
პირველი მატჩი იუვენტუსსა და რომას შორის 2 – 2 დასრულდა.
„მათ სამუშაოდ მეტი დრო ჰქონდათ და ახლა ისინი მოედანზე უკეთესები არიან. ხვალ ჩვენ რადიკალურად განსხვავებულ გუნდს დავუპირისპირდებით, მაგრამ მე ჩემი გუნდისგან ერთ რამეს ვითხოვ – ამბიციურობას.“