Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ კარგად ვერ ვითამაშეთ…“

პაულო ფონსეკამ ჯენოასთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჯალოროსიმ გენუელები ჯანლუკა მანჩინის ერთადერთი გოლით დაამარცხეს.

„ჩვენ კარგად ვერ ვითამაშეთ, ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, თუმცა ამის გაკეთება ვერც ჯენოამ მოახერხა. ეს ის თამაში არ ყოფილა, რასაც მე ჩემი გუნდისგან მოველოდი.

„გუნდი ძალიან ნელი იყო, ბურთს ზედმეტად სწორხაზოვნად ამოძრავებდა და იმის მიუხედავად, რომ ჯენოა ძალიან ღრმად იყო ჩამჯდარი, ჩვენ უკეთ უნდა გვეთამაშა და მეტი მომენტი შეგვექმნა.

„რაც მთავარია, გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და არსებული საკადრო პრობლემების გამო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ შახტართან მატჩზე უნდუა ვიფიქროთ, რომელიც კიდევ ერთ რთული გამოცდა იქნება.“