Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ კაცები ბიჭების წინააღმდეგ…“

პაულო ფონსეკა ატალანტასთან მატჩის შემდეგ უკმაყოფილებას ვერ მალავდა და განაცხადა, რომ მეორე ტაიმში კაცების წინააღმდეგ ბიჭები თამაშობდნენ.

მატჩს მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასებების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„მე თავის გასამართლებელი მიზეზების ძებნა არ მსურს. გუნდმა პირველ ტაიმში მაღალი ინტენსიობით ითამაშა, თუმცა მეორე ტაიმში ბავშვებივით ვიყავით. მეორე ტაიმის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კაცების წინააღმდეგ პატარა ბიჭები თამაშობდნენ.

„გუნდი ზედმეტად გაფანტული იყო, ყოველგვარი აგრესიის გარეშე, რაც ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ატალანტაა, დამღუპველია. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემა არ ყოფილა, ეს იყო მიდგომის და დამოკიდებულების ნაკლებობა.

„ჩვენ 25 წუთი კარგად ვითამაშეთ, რის შემდეგაც თამაშისადმი მიდგომა სრულიად შეიცვალა.“

რომა დიდ მატჩებში დიდი ანგარიშით მარცხდება, მათ ნაპოლისთანაც 4 გოლი გაუშვეს.

„ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვსურს და ისე რომ გვეთამაშა, როგორც პირველი 25 წუთი, ამის გაკეთებას მოვახერხებდით, თუმცა ისეთი მეორე ნახევრის შემდეგ, როგორიც ჩვენ ჩავატარეთ, დიდ გუნდებთან ქულების მოპოვება ძალიან რთული ხდება.

„რომა შესვენების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. გუნდმა ზედმეტად უკან დაიხია, არანაირი აგრესია და მონდომება არ გვეტყობოდა. ბიჭებს უნდა ესმოდეთ, რომ მატჩისადმი მიდგომის შეცვლა ასე არ შეიძლება. ატალანტასთვის საქმე ძალიან გავამარტივეთ, აგრესიის გარეშე ასეთი რანგის მატჩებს ვერ მოიგებ.“