Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ კლუჟი ძალიან ძლიერი გუნდია“

პაულო ფონსეკამ კლუჟთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ხვალ ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდებით. მათ თამაშის განსხვავებული სტილი აქვთ და ამას ძალიან კარგად აკეთებენ. ისინი აგრესიულ და ფიზიკურ ფეხბურთს თამაშობენ. გასულ სეზონში ისინი ლაციოს ჯგუფში იყვნენ, რომლიდანაც მათ გასვლა მოახერხეს, ლაციომ კი ვერა. მათ უკვე 15 თამაშია არ წაუგიათ.

„სმოლინგი ? ის სასტარტოში არ იქნება. თავიდანვე ზედიზედ 3 მატჩის დაწყება მისთვის ზედმეტი დატვირთვა იქნება.

„პედროს რაც შეეხება, თავიდანვე ვიცოდი, რომ ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა და მისი კარგი თამაში საერთოდ არ მაკვირვებს.

„ითამაშებს თუ არა პედრო ჯერ არ გადამიწყვეტია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მას და მხითარიანს გავუფრთხილდეთ, რადგან ორივე მათგანმა თითქმის ყველა მატჩში მიიღეს მონაწილეობა.

„მაიორალი ? მიუხედავად იმისა, რომ მან სადებიუტო გოლის გატანა ვერ მოახერხა, მე მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ.

„სანაკრებო პაუზა ? სიმართლე რომ გითხრათ, ზალიან შეშინებული ვარ, რადგან აქ, რომში, კორონა ვირუსზე ტესტს თითქმის ყოველდღე ვიტარებთ და ფეხბურთელებს მაქსიმალურად ვიწრო წრესთან აქვს კონტაქტი, ნაკრებში კი მათ ძალიან ბევრ ადამიანთან მოუწევთ ურთიერთობა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

„ვიცი, რომ თითოეული ადამიანისთვის საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.“