Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ ლიგის საგზურებისთვის ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება“

რომამ ტორინოსთან მატჩში მარცხი განიცადა და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას კიდევ უფრო ჩამოშორდა.

ჯალოროსი მე-3 წუთზე მაიორალის მიერ გატანილი გოლის წყალობით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში ფონსეკას გუნდმა 3 უპასუხო გოლი გაუშვა და ევროპულ ზონას კიდევ უფრო დაშორდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი პაულო ფონსეკამ გააკეთა.

„შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ჩვენ მატჩის დასრულება პირველივე ტაიმში შეგვეძლო, თუმცა შანსების გამოყენება ვერ მოვახერხეთ.

„ტორინომ მეორე ნახევარში ძალიან კარგად ითამაშა და უნდა ვაღიარო, რომ მათ გამარჯვება დაიმსახურეს. როდესაც გუნდს ამხელა როტაცია უწევს, ეს მის შედეგზე აუცილებლად აისახება. ჩვენ დღეს თამაში სპინაცოლას, კალაფიორის, მანჩინის და სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე გვიწევდა.“

რომა ახლა მე-7 ადგილზეა და შუა კვირაში ჯალოროსის მესამეადგილოსან ატალანტასთან მოუწევს თამაში.

„ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ოთხეულისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება.“