Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ მე პროფესიონალი ვარ და ბოლომდე მოტივაციით ვიმუშავებ“

პაულო ფონსეკამ სამპდორიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

„მთელი სეზონის განმავლობაში, ჩვენ მე-3 და მე-4 ადგილს ვიკავებდით, მაგრამ მარტის დასაწყისიდან ტრავმების გამო თამაში ძალიან დიდი დანაკლისით მოგვიწია და ამ ყველაფერმა გავლენა გუნდის შედეგზეც იქონია.

„დავტოვებ თუ არა გუნდს ? მე მწვრთნელი ვარ და ჩემი მთავარი ამოცანა სეზონის დარჩენილი მატჩების საუკეთესოდ ჩატარებაა, ამ თემასთან დაკავშირებით გუნდის რჩევა არ მჭირდება.

„მე პროფესიონალი ვარ, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. მე მოტივაცია არ დამიკარგავს და სეზონის ბოლო მატჩამდე ასე იქნება, ამის შემდეგ კი არაფერზე ვფიქრობ.“

მანჩესტერთან ამტჩში ლოპესი, ვერეტუ და სპინაცოლა პირველ ტაიმში ტრავმების გამო შესაცვლელები გახდნენ.

„რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო. არც ერთ მათგანს ვარჯიშებზე პრობლემა არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სარისკო გადაწყვეტილებას არ მივიღებდით.

„ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელმაც პირველ ტაიმში შესანიშნავად იმუშავა, ამიტომ მისი შეცვლა არც კი გვიფიქრია და რაც მოხდა ყველამ ერთად ვნახეთ.

„ახლა ეს მატჩი წარსულს უნდა ჩავაბაროთ და სამპდორიასთან შეხვედრაზე ვიფიქროთ, რადგან წინ რთული შეხვედრა გველოდება.“

გათიშვა