Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ მოედანზე მოსაგებად გავალთ“

ცსკა სოფიასთან მატჩის წინ პაულო ფონსეკამ პრესკონფერენცია გამართა.

ჯალოროსის ევროპა ლიგის A ჯგუფის პირველი ადგილი გარანტირებული აქვს, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, რომა თამაშის მოსაგებად იბრძოლებს.

„ჯერ არაფერი დასრულებულა. მართალია ჩვენ პირველი ადგილი გაფორმებული გვაქვს, თუმცა მომდევნო თამაშის მოგებას შევეცდებით. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ძალიან ძლიერ გუნდებს შევხვდებით, ეს მინი-ჩემპიონთა ლიგა იქნება.“

ფონსეკა რომა – სასუოლოს დროს მსაჯმა, რომელიც შემდეგში იტალიურმა მედიამ მწვავედ გააკრიტიკა, მოედნიდან გააძევა.

„მე ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვე, ეს ახლა წარსულია, მე კი ხვალინდელ მატჩზე ვარ ფოკუსირებული.

„სერია ა ძალიან რთული ტურნირია, ჩემპიონატი წელს ყველაზე დაბალანსებულია და საუკეთესო პოზიციისთვის ბევრი გუნდი იბრძვის.

„ხვალ კრის სმოლინგი დაგვიბრუნდება, რაც ძალიან კარგია, ვერეტუ და მანჩინი კი ვერ ითამაშებენ. ვერეტუ ბოლონიასთან მზად იქნება, მანჩინისთან მიმართებაში კი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.“