Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ მოურინიო რომაში შესანიშნავად იმუშავებს“

პაულო ფონსეკამ მანჩესტერთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ის დარჩენილ მატჩებში მუშაობას ჩვეულებრივი პროფესიონალიზმით გააგრძელებს.

„პროფესიონალიზმი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, ამიტომ ფაქტი, რომ რომას სეზონის ბოლოს დავტოვებ, ჩემს მუშაობაზე არ აისახება.

„მე ისეთივე მოტივირებული და მონდომებული ვარ, როგორც აქ მოსვლის პირველი დღიდან. მსურს, რომ დარჩენილ ტურებში ჩემი საუკეთესო რომა ვაჩვენო.

„მოურინიო გამორჩეული სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდში შესანიშნავად იმუშავებს და დაწყებულ პროექტს სწორი გზით წაიყვანს.

„ეს ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის და მეტიც, ვფიქრობ, რომ ჩვენი გზების გაყრისთვის იდეალური დრო არის.“

რომამ ევროპა ლიგის ფინალში გასაღწევად მანჩესტერი 4-0 უნდა დაამარცხოს…

„არ მოგატყუებთ, მანჩესტერის დამარცხება 4-ბურთიანი სხვაობით მარტივი არ არის. მე ფეხბურთში ბევრი რამ მაქვს ნანახი და შეუძლებელი არაფერია, ამიტომ ჩვენ უნდა ვირწმუნოთ. მართალია მანჩესტერი უდიდესი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

გათიშვა