Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ მსაჯის გადაწყვეტილება გაუგებარია“

10-კაციანმა რომამ საკუთარ მოედანზე სასუოლოსთან უგოლო ფრე ითამაშა და ქულის გადარჩენა მოახერხა.

მსაჯმა მოედნიდან პედრო გააძევა, რომელმაც პირველ ტაიმში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, VAR-მა კი ორივე გუნდს გოლი გაუუქმა.

„ჩემი ბიჭებით ძალიან ვამაყობ, რადგან ჩვენ კარგად ვითამაშეთ, გვქონდა მეტოქეზე უკეთესი მომენტები, დაცვაში უფრო ორგანიზებულები ვიყავით და ისეთი გუნდის შეჩერება მოვახერხეთ, როგორიც სასუოლოა.

„თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, მსაჯობა არ მომწეონა. ნამდვილად არ მესმის, რატომ მისცეს პედროს პირველი ყვითელი ბარათი, შემდეგ კი პელეგრინის წინააღმდეგ ძალიან ცუდი ჯარიმა, რომელიც წითელს იმსახურებდა. მესმის, რომ შესაძლოა ეს მსაჯს ვერ დაენახა, თუმცა VAR-ი უნდა ჩარეულიყო.

„ასევე იყო მომენტი, როდესაც საჯარიმოში ხელით თამაშის გამო მსაჯს პენალტი უნდა დაედო, თუმცა VAR-მა არც ამ შემთხვევაში იმუშავა.“

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, მსაჯმა წითელი ბარათი ფონსეკასაც უჩვენა.

„მე მსაჯს მხოლოდ ის ვუთხარი, რომ პედროს პირველი ყვითელი ბარათი მოგონილი იყო და ძალიან ცოტა ჯარიმის მიუხედავად, ზედმეტად ბევრი ყვითელი გვქონდა, სულ ეს იყო.

„ჯეკო ? მას კორონა ვირუსის გამო ძალიან ბევრი დრო გაუცდა და ის სამუშაო, რაც მან დღეს გუნდისთვის გააკეთა, ძალიან დასაფასებელია. რა თქმა უნდა, ის შეტევაში  ჩვეულად მწვავე არ იყო, რაც სავსებით გასაგებია, მაგრამ მან დაცვით ფაზაში ძალიან კარგად იმუშავა.“