Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ ნახევარფინალში გასვლა რომასთვის არაფერს ცვლის“

პაულო ფონსეკამ ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ აიაქსმა ამსტერდამში უფრო მეტი პრობლემები შეგვიქმნა, ვიდრე დღეს და ჩვენ ისინი კონტროლის ქვეშ გვყავდა. აიაქსი ძალიან ხარისხიანი გუნდია, მაგრამ დღეს რომამ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა.

„რთულია, როდესაც ასეთი შემტევი გუნდის წინააღმდეგ გიწევს თამაში, მაგრამ ჩვენ პირველ წრეში მოპოვებული უპირატესობა კარგად გამოვიყენეთ.“

რომამ ევროპა ლიგაზე 14-დან 12 მატჩი მოიგო და მათი მომდევნო მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იქნება.

„მე აქამდე ნახევარფინალში არ მითამაშია და ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩვენ ევროპულ სარბიელზე ბოლო იტალიური გუნდი ვართ და შეიძლება ითქვას, რომ მთელს ქვეყანას წარმოვადგენთ.

„ჯეკო ? ის მოტივირებულია, თავს კარგად გრძნობს და გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აქამდე იყო.“

ფონსეკას მომავალზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. შეცვალა თუ არა რამე ნახევარფინალში გასვლამ ?

„არა, ნახევარფინალში გასვლა არაფერს ცვლის. არ ვიცი, ვიქნები თუ არა რომას მწვრთნელი მომდევნო სეზონში, ან მომდევნო მატში.

„მე უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ჩემს მომავალზე ახლა არ ვფიქრობ, ახლა ჩემი მთავარი მიზანი რომას წარმატებაა. ჩვენ გუნდის ხელმძღვანელობის გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდით და ეს არ შეცვლილა.“