Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ პარმა რომასთვის უხერხული მეტოქეა“

პაულო ფონსეკამ პარმასთან ამტჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ზოგიერთი ფეხბურთელი გადაღლილია, ამიტომ როტაცია აუცილებლად იქნება, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ ბევრი არჩევანი არც გვაქვს.

„ედინ ჯეკო და ბორხა მაიორალი მწყობრში არიან, თუმცა ვინ დაიწყებს ამას ვერ გეტყვით.

„ლორენცო პელეგრინი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ის ძალიან ჭკვიანია და სხვადასხვა როლის შეთავსება შეუძლია.

„პედრო დიდი ალბათობით სასტარტოში იქნება. ის წინა მატჩში უმნიშნელოვანესი იყო და პელეგრინის შესანიშნავი ასისტი გაუკეთა, ამიტომ არ მესმის რატომ ამბობს ხალხი, რომ მას უჭირს.

„ელ შაარავის ყველასგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს და ის სწორედ ამიტომ გავიფორმეთ. ვიცი, რომ მასზე დიდი ზეწოლაა, მაგრამ ჩვენ მას დრო უნდა მივცეთ, რადგან სტეფანს თითქმის ერთი წელია ფეხბურთი არ უთამაშია.

„შახტარის წინააღმდეგ ნაჩვენები აგრესია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ეს მონდომება სხვა მატჩებშიც გამოვავლინეთ. რომამ უფრო სტაბილური თამაში უნდა ისწავლოს და ჩვენ დიდი მიზნებისთვის შევძლებთ ბრძოლას.

„მე პარმას მატჩს ფიორენტინასთან ვუყურე და ვიცი, რომ მათ რთული სიტუაცია აქვთ, ამიტომ მათთვის თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია და აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ.

„რომასთვის ტარდინის სტადიონზე თამაში მარტივი არასოდეს არის და პარმას კონტრ-შეტევებს უნდა ვუფრთხილდეთ.“

გათიშვა