Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ პირლოს დიდი მომავალი აქვს“

რომას მთავარმა მწვრთნელმა იუვესთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„თუ იუვესთან მატჩამდე არაფერი არ შეიცვალა, მოედანზე ასეთი შემადგენლობით გავალთ :
მირანტე, სანტონი, მანჩინი, იბანეზი, კუმბულა, სპინაცოლა, პელეგრინი, ვერეტუ, მხითარიანი, პედრო და ჯეკო.

„ბრუნო პერესმა ვარჯიში ახლახანს განაახლა და სასტარტოსთვის ჯერ მზად არ არის. კარსდორპმა ვარჯიში განაახლა, თუმცა ხვალინდელ მატჩში ვერც ის ვერ დაგვეხმარება.

„ჯეკოს რამდენჯერმე ვესაუბრე და ის ძალიან მოტივირებულია. მან კარგად ივარჯიშა და ხვალინდელი დაპირისპირებისთვის მზად არის.

„ჩვენ თამაშის სტილს მხოლოდ იმიტომ ვერ შევიცვლით, რომ იუვენტუსს ვეთამაშებით. ჩვენ მაღალი პრესინგით ვითამაშებთ, თუმცა ბალანსი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს.

„იუვენტუსი ძალიან ძლიერი გუნდია და პრესინგს მხოლოდ იმ მომენტებში უნდა მივმართოთ, როდესაც ამის საშუალება გვექნება.

„ტურინელებს ძალიან ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავთ, რომელსაც წინ უდიდესი მომავალი აქვს. მათი თამაშის სტილი ძალიან მომწონს და ვიცი, რომ წინ ურთულესი დაპირისპირება გველოდება.

„ფრიდკინის მოსვლის შემდეგ, გუნდის მმართველობასთან ხშირი საუბარი მაქვს. ჩვენ ერთად დაუღალავად ვმუშაობთ, რომ შემადგენლობა გავაძლიეროთ და ძლიერი გუნდი ავაშენოთ.

„მიზანი ნათელია – ჩვენ გვინდა, რომ ყველა სეზონში უფრო და უფრო კარგი შედეგები დავაფიქსიროთ.

„სმოლინგი ? ახლა ჩემი ფიქრები ხვალინდელ მატჩზეა და სატრანსფერო ამბებზე საუბარს არ ვაპირებ.“