Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ რომამ ასეთი გოლები არ უნდა გაუშვას“

პარმამ 17-მატჩიანი მოუგებელი სერია რომასთან შეწყვიყა და ჯალოროსი მოულოდნელად 2 – 0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი პაულო ფონსეკამ გააკეთა.

„ჩვენ კარგი სტარტი გვქონდა და გოლი უნდა გაგვეტანა. ედინ ჯეკოს კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და პარმამ თვისი პირველივე შეტევა გოლად აქცია.

„გუნდს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ასეთ გოლებს არ უნდა უშვებდეს. ეს კონცენტრაციის ნაკლებობა იყო, რამაც პარმას თამაშის მოგების საშუალება მისცა.

„იყო თუ არა რომა გადაღლილი ? მე ალიბის ძებნა არ მსურს, ჩვენ ასეთი გოლები არ უნდა გავუშვათ, რაც ძალიან რთულდება, როდესაც ბურთს ასე ნელა ამოძრავებ და მეტოქეს შანსს აძლევ, დაცვაში დაბრუნდეს.

„ჩვენი თამაში მას შემდეგ, რაც მოედანზე ბრაიან კრისტანტე გამოჩნდა გამოსწორდა, მაგრამ მან მიმდინარე სეზონში თითქმის ყველა მატჩში ითამაშა და მას დასვენება სჭირდება.

„ჯეკომ კარგად ითამაშა, ის გუნდზე მუშაობდა, თუმცა საჭირო მხარდაჭერას ვერ იღებდა, ეს პრობლემა ინდივიდუალური არ არის, უფრო კოლექტიურია.“

გათიშვა