Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ რომამ ინტენსიურობა დაკარგა“

პაულო ფონსეკამ ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ფეხბურთელების შეფასებების და მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ჩემთვის ამ თამაშზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. ჩვენ კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, მეორე ტაიმის 15-20 წუთი კი ცუდად ვითამაშეთ. ინტერის გოლმა გამოგვაფხიზლა და ჩვენს თავებს დავემსგავსეთ.

„სამწუხაროდ, ეს 15-20 წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ეს ფიზიკურობის პრობლემა არ არის, რადგან ამ პერიოდის შემდეგ ჩვენ კვლავ მაღალ ტემპში განვაგრძეთ თამაში.

„ინტერმა მეორე ნახევარი ბროზოვიჩი-ვიდალის დუეტის უფრო მეტად დატვირთვით დაიწყო, ჩვენ კი მათზე საჭირო პრესინგი ვერ განვახორციელეთ და ძალიან დიდი სივრცე მივეცით. ჩვენ ინტენსიურობა დავკარგეთ და ისეთი აგრესიულები ვეღარ ვიყავით, როგორც პირველ ტაიმში, ეს კი ინტერისნაირ ძლიერ გუნდთან დიდი ხიფათის მომტანია.

„ჩვენ უნდა გავაანალოზით, რომ მაქსიმალური ინტენსიურობით თამაში 90 წუთის განმავლობაში უნდა შეგვეძლოს და მატჩის მსვლელობისას ჩვენი იდენტობა არ უნდა დავკარგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ხარისხის მეტოქეებთან ყოველთვის დავისჯებით.

„ლაციოსთან მატჩი ? ეს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდაა, რომლისთვისაც კარგად უნდა მოვემზადოთ. ლაციო შესანიშნავი გუნდია და წინ რთული თამაში გველოდება.“