Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ რომამ მებრძოლი ხასიათი გამოავლინა“

რომა კალიარის შორის ამხანაგური დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 2 – 2 დასრულდა. ჯალოროსი მატჩს 2- 0 აგებდა, თუმცა ჩენგუს უნდერის და მხითარიანის გოლებით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

მატჩის შემდეგ რომას მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ ისაუბრა.

„გუნდმა პირველ ნახევარშიც კარგად ითამაშა, თუმცა არ გვიმართლებდა. მას შემდეგ, რაც კალიარიმ 2 გოლი გაგვიტანა, ფეხბურთელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და თამაშის შემოტრიალება მოახერხა.“

ცოტა ხნის წინ რომს ჯალოროსის ახალი მფლობელი, დენ ფრიდკინი ეწვია.

„მე პრეზიდენტს ვესაუბრე და ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ. რომა გუნდის განვითარებაზე მუშაობს და მომავალ სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით.“

რომა სეზონს მომავალ შაბათს, ვერონასთან გასვლითი მატჩით ხსნის.

Leave a Reply

Your email address will not be published.