Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა რომასთან კონტრაქტს არ წყვეტს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, სამპდორიასთან მარცხის შემდეგ გუნდის დირექტორებსა და ფონსეკას შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და ჯალოროსის წარმომადგენლებმა პორტუგალიელ მწვრთნელთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებების წამოწყება სცადეს, მაგრამ პაულომ ისინი უარით გაისტუმრა.

რომა სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზე იმყოფება და მე-8 ადგილოსან სასუოლოს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, ამიტომ შანსი იმისა, რომ მომდევნო სეზონში ჯალოროსი ევროპული ფეხბურთის გარეშე დარჩეს, ძალიან დიდია.

ფონსეკას გუნდიდან წასვლაზე იტალიაში ჯერ კიდევ ზამთარში იწერებოდა, თუმცა რომამ სერია ა-ს ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, რასაც მანჩესტერში განცდილი უმძიმესი მარცხი ემატება და გუნდს მისი გაშვება დაუყოვნებლივ სურს.

Il Messaggero-ს ინფორმაციით, რომა მაურიციო სარისთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე იმყოფება და თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, სარიმ შესაძლოა გუნდი უახლოეს დღეებში ჩაიბაროს.

გათიშვა