Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ რომასთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი“

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ პაულო ფონსეკა სეზონის ბოლოს რომას დატოვებს (დეტალები იხილეთ აქ).

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომენტარი თავად პორტუგალიელმა სპეციალისტმა გააკეთა.

„ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები გვქონდა, მაგრამ მე იმის თქმა თამამად შემიძლია, რომ გუნდის საკეთილდღეოდ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი.

„მინდა ამ დიდებულ ქალაქს და გუნდის ქომაგებს მადლობა გადავუხადო, ასევე ადამიანებს, რომლებიც ტრიგორიას ბაზაზე მუშაობენ, ფეხბურთელებს, რომლებთან ერთადაც ჩვენ რთული გზა გამოვიარეთ.

„ასევე უდიდესი მადლობა დენ და რაიან ფრიდკინებს, რომლებმას მოსვლის დღიდან სრული ნდობა გამომიცხადეს და ტიაგუ პინტუს, რომელიც უდიდესი პროფესიონალია. იმედი მაქვს, რომ გუნდი დაწყებულ პროექტს წარმატებით განახორციელებს, მე რომას ქომაგი ცხოვრების ბოლომდე დავრჩები.

„ჩვენ წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება და სეზონის ბოლომდე მე როგორც ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები.“