Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა: „რომას გაწვრთნა დიდი სიამოვნებაა“

რომას მთავარი მწვრთნელის თქმით,ჯალაროსის გაწვრთნა ნამდვილი სიამოვნებაა,თუმცა სერია ა საკმაოდ დამღლელი ჩემპიონატია.

ფონესკამ რომა გასულ ზაფხულს ჩაიბარა მას შემდეგ,რაც ზედიზედ სამი სეზონი დონეცკის შახტარში ტიტულები მოიგო.

„ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ.15 ახალი მოთამაშე,ახალი სპორტუილი დირექტორი,ახალი კლუბის პრეზიდენტი და მე,როგორც კლუბის თავკაცი.“განაცხადა ფონსეკამ ESPN – თან ინტერვიუში

„ახალი გუნდის კვალობაზე,მე კმაყოფილი ვარ ჩვენი გაწეული სამუშაოთი და ვფიქრობ,სულ მალე სერია ას ერთერთი უძლიერესი გუნდი ვიქნებით.“

„მედია და გულშემატკივრები ძალიან დიდ როლს თამაშობენ კლუბის ყოველდღიურობაში.თუმცა თუ გინდა დიდი კლუბის მწვრთნელი იყო,ამას უნდა მიეჩვიო და ურთიერთპატივისცემა აუცილებლად გაჩნდება.“

„ვოცნებობდი,რომ ერთ დღეს ასეთ დიდ კლუბს ჩავიბარებდი და ახლა ყოველი წამით სიამოვნებას ვიღებ.“

„ტრავმებმა ძალიან შეგვაწუხა,თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია და ამას ვერსად გაექცევი.ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი და წარმატებული გუნდის აშენებაა.“

„წარსულში,მე მხოლოდ ჩემს გუნდზე ვიყავი კონცენტრირებული და სხვა გუნდებზე არ ვდარდობდი,თუმცა სერია აში ასე არ გამოვა.ბალანსი უნდა იპოვო,შეისწავლო მოწინააღმდეგე გუნდის ტაქტიკა,მისი სუსტი და ძლიერი მხარეები.“

„მწვრთნელების დონე აქ იმდენად მაღალია,რომ მხოლოდ შენს თამაშზე კონცენტრირებული ვერ იქნები,ვალდებული ხარ შენს მეტოქეს მოერგო.“

„ეს გასაოცარია.ყველა თამაშში ბოლომდე უნდა დაიხარჯო,ყველა მატჩი ახალი ისტორიაა,მოდუნების საშუალება არც ერთ გუნდთან არ გაქვს.“

„შენ არასდროს იცი,რას მოგიმზადებს მოწინააღმდეგე გუნდი.ემზადები,აანალიზებ,თუმცა აღმოჩნდება,რომ ისინი სულ სხვა სქემით თამაშობენ.“

ჟოზე მაურინიო,ისტორიული ტრებლის მოგების მიუხედავად,ყოველთვის აღნიშნავდა,რომ სერია ა ყველაზე რთული ჩემპიონატია ევროპულ ტოპ 5ში.

„ის მართალია,ერთერთი გამორჩეული ფაქტი კი ის არის,რომ ყველას თამაში უნდა,არამარტო თავის დაცვა,რომელიც ყველა გუნდს კარგად გამოსდის.“

„გუნდებს ცხრილის ბოლოდან შეუძლიათ დაამარცხონ გუნდები,რომლებიც ცხრილს ლიდერობენ და ეს ძალიან კარგია,გადამღლელი,მაგრამ სასიამოვნო.ვგრძნობ,რომ ყოველ კვირას რაღაც ახალს ვსწავლობდა ვითარდები როგორც მწვრთნელი.“

„შახტარში მუშაობის პერიოდში,ჩვენ ყველა თამაშში მოწინააღმდეგეების ნახევარზე ვთამაშობდით,აქ ეს შეუძლებელია.ერთ მომენტში მაღალი პრესინგი,უცებ ღრმა დაცვა… ამიტომ ერთი და იმავე გზით ვერ ითამაშებ,უნდა მოერგო შენს მოწინააღმდეგეს და ყველაფრისთვის მზად იყო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.