Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ რომას დრო სჭირდება, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს“

ბოლონიასთან მატჩის წინ, პაულო ფონსეკამ პრესკონფერენცია გამართა.

„წინ რთული მატჩი გველოდება, ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენი მიზანი უცვლელი იქნება – გამარჯვება.

„ბოლონიას საკმაოდ კარგი სეზონი აქვს, ისინი ძალიან აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ და 3 ქულის მოსაპოვებლად სრულყოფილი თამაშის ჩვენება დაგვჭირდება.

„ცსკა-სთან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, რადგან მომდევნო ეტაპის საგზური გარანტირებული გვქონდა, ხვალ კი სრულიად სხვა ტიპის და მნიშვნელობის შეხვედრა იქნება, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“

რა აკლია რომას ინტერთან და იუვენტუსთან პაექრობისთვის ?

„დრო. ვფიქრობ ყველას კარგად ესმის, რომ იუვენტუსი და ინტერი შემადგენლობის მხრივ ბევრად მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე სხვა სერია ა-ს გუნდები, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ მათ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ. ჩვენ ახალი მფლობელები გვყავს, ჩემი მოსვლის პირველი დღიდან გუნდი კარგი მიმართულებით მიდის და ჩვენ გვჭირდება დრო, რომ რომა ტოპ კლუბებში დავაბრუნოთ.

„ჩემი აქ მოსვლის დღიდან მე ერთი მიზანი მქონდა, დამესრულებინა შემდეგი ჩემპიონატი იმაზე უკეთ, ვიდრე რომამ ეს წინა სეზონში გააკეთა. ჩვენ გასულ სეზონში მე-5 პოზიცია დავიკავეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი მიზანი გუნდის 4-ეულში შეყვანა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.“

ფონსეკას ხვალ მატჩიყურება კულისებიდან მოუწევს, რადგან სასუოლოსთან მატჩის დროს მან წითელი ბარათები მიიღო.

„სასუოლოსთან მატჩში რა მოხდა ყველამ კარგად ნახა და ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. ფაქტი, რომ მე მოედანზე არ ვიქნები იმის ალიბი ვერ გახდება, რომ ჩვენ თამაში ვერ მოვიგოთ.“