Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ რომას ენერგია აღარ ჰქონდა…“

რომამ მანჩესტერთან უმძიმესი მარცხის შემდეგ თამაში ამჯერად სამპდორიასთან დათმო და აშკარა იყო, რომ გუნდი ფიზიკურად და მენტალურად ძალიან რთულ სიტუაციაშია.

სამპდორიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი პაულო ფონსეკამ გააკეთა.

„ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მანჩესტერთან მარცხის შემდეგ სამპდორიასთან ძალიან კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ, რაც მარტივი ნადმვილად არ იყო. ბიჭებმა მცდელობა არ დააკლეს, თუმცა ტაიმის მიწურულს ისეთი გოლი გავუშვით, რაც სამწუხაროდ უკვე ჩვევაში გადაგვივიდა.

„შესვენების შემდეგ რომას ეტყობოდა, რომ კარგი პირველი ტაიმის მიუხედავად, ჩვენ თამაშში დასაბრუნებლად ენერგია აღარ გვქონდა.

„მანჩესტერში განცდილმა მარცხმა გუნდზე აშკარადა კვალი დატოვა და იმ შეხვედრის დავიწყება სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ.“

რომა სასუოლოს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს და არ არის გამორიცხული, რომ მე-7 ადგილი და ევროპა ლიგაზე გასვლის შანსიც დაკარგოს.

„მარტამდე ჩვენ როგორც სერია ა-ში, ასევე ევროპა ლიგაში შესანიშნავ სეზონს ვატარებდით და ამბიციური გეგმები გვქონდა. ჩვენ სერია ა-ზე უარი არ გვითქვამს, უბრალოდ მარტის შემდეგ გუნდს უამრავი ფეხბურთელი აკლია და შემადგენლობაში არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთა ჩანაცვლებაც თითქმის წარმოუდგენელია და მათი არყოფნა თამაშზე ნათლად აისახება.

„ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ჩვენი კონკურენტებისგან განსხვავებით რომას თამაში ევროპა ლიგაზეც უწევდა, რამაც საბოლოო ჯამში ასეთ რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო.“

რომას ფეხბურთელები ტრავმებს ძირითადად კუნთზე იღებენ, რა იწვევს ამას ?

„არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი არჩეული ვარჯიშების ბრალია. ჩვენ უბრალოდ საკმარისი დრო არ გვაქვს იმისთვის, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელებს საჭირო დრო მივცეთ. ჩვენ მანჩესტერში რამდენიმე ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკვა მოგვიწია, რადგან სხვა გზა არ გვქონდა.

„შეეძლო თუ არა რომას უკეთესი შედეგის ჩვენება ? მახსოვს, სეზონის სტარტზე Sky-ს ეთერში ივარაუდეს, რომ რომა სეზონს მე-7 პოზიციაზე დაასრულებდა. მე მჯერა, რომ ჩვენ უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ გუნდს მთელი სეზონი ძანიოლო არ ჰყავდა, სმოლინგმა კისულ რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა.“

გათიშვა