Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ რომას თამაშში ბევრი პოზიტივი იგრძნობა“

რომამ გუშინ კლუჟს უმასპინძლა და 5 – 0 გაანადგურა. მატჩზე ჯალოროსის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

„რომას თამაშში ბევრი პოზიტივი დავინახე და რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ კარი მშრალად შეინახო.

„შესაძლოა მაყურებლებს ეგონოთ, რომ ეს მარტივი თამაში იყო, თუმცა კლუჟს ევროპა ლიგაზე ძალიან კარგი შედეგები აქვს და მათ შიდა ჩემპიონატი ზედიზედ 3-ჯერ მოიგეს. რომამ შეხვედრა კარგად დაიწყო და როდესაც ასე ხდება, ყველაფერი უფრო მარტივია.“

ბორხა მაიორალმა რომას მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და მეტიც, მან დუბლის შესრულება მოახერხა.

„ბორხამ, მხითარიანმა და პედრომ შესანიშნავად ითამაშეს. როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, მაიორალი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მას გარკვეული დრო ადაპტაციისთვის დასჭირდებოდა. ბედნიერი ვარ, რომ მან დღეს ორი გოლი გაიტანა, ეს მას თავდაჯერებულობას შემატებს.

„პედრო უდიდესი პროფესიონალია, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია. მან გუნდს ინტენსივობა შესძინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მოვახერხეთ და კარი ზედიზედ 3 მატჩში მშრალად შევინახეთ. კარგი ამბავი არის ის, რომ თითქმის ყველა შეხვედრაში ჩვენ როტაციას მივმართავთ, თუმცა დაცვის ხაზი ყოველთვის სოლიდურად გამოიყურება.“