Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ რომას მენტალური სიძლიერე დააკლდა…“

პაულო ფონსეკამ მანჩესტერთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე მარცხია. ჩვენ საკმაოდ კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ნახევარში იგივეს გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

„სამწუხაროდ ჩვენ 3 ფეხბურთელი დავკარგეთ, რამაც როტაციის და ცვლილებების საშუალება აღარ მოგვცა. დიავარას და სმოლინგს შეცვლა სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება აღარ გვქონდა.

„რთულია იმის ახსნა, თუ რატომ ვიყავით მეორე ტაიმში ყოველგვარი აგრესიის გარეშე, რატომ დავუშვით ამდენი შეცდომა და რატომ მივეცით მანჩესტერს სივრცეები.

„როდესაც მათ მესამე გოლი გაგვიტანეს, გუნდს ფეხზე წამოსადგომად მენტალური ძალა აღარ ჰქონდა. მანჩესტერთან თამაში ისედაც რთულია და პირველი ტაიმის უიღბლობის შემდეგ, ჩვენი სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.

„ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში გასვლა და მანჩესტერში ასეთი კარგი პირველი ნახევარის ჩატარება საკმაოდ პოზიტიური შედეგია, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფრის კარგად გაგრძელება მეორე ნახევარში ვერ მოვახერხეთ.

„არ ვფიქრობ, რომ ეს მარცხი ტაქტიკის ბრალია, რადგან პირველ ნახევარში ყველაფერი შესანიშნავად მუშაობდა და ჩვენ მანჩესტერს ფაქტობრივად შანსი არ მივეცით, თუმცა პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვამ გუნდზე ცუდად იმოქმედა.

„მე არ მსურს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან ავირიდო, მე უბრალოდ იმას ვამბობ, რაც მოხდა.

„როგორ მოვემზადებით განმეორებითი მატჩისთვის ? ამაზე საუბარი ახლა ძალიან რთულია, რადგან ჯერ ისიც კი არ ვიცით, რომელი ფეხბურთელები იქნებიან მზად სათამაშოდ.“

ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, რომ მომდევნო სეზონიდან ფონსეკას მაურიციო სარი ჩაანაცვლებს.

„ვნახოთ, ახლა ამ თემაზე საუბრის ადგილი არ არის. ვფიქრობ, რომ სეზონის ბოლოს შევიკრიბებით და ყველაფერს განვიხილავთ.“