Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ რომა ეთამაშება მილანს და არა იბრაჰიმოვიჩს“

პაულო ფონსეკას პრესკონფერენცია მილანთან მატჩის წინ.

„იბრაჰიმოვიჩი უდაოდ უდიდესი პროფესიონალია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ ასაკში ასეთ დონეზე თამაშს ვერ მოახერხებდა, თუმცა ეს ზლატანის წინააღმდეგ მატჩი არ არის, ჩვენ ხვალ მილანს ვუპირისპირდებით.

„იბრაჰიმოვიჩიც და ჯეკოც თავიანთი გუნდებისთვის ძალიან მნიშველოვანი ფეხბურთელები არიან, თუმცა მე ზლატანთან ერთად არ მიმუშავია და მათ შედარებას არ ვაპირებ. მე იმის თქმა შემიძლია, რომ ჯეკო ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

„ჩვენ შევძელით და გუნდს გამორჩეული იდენტობა შევძინეთ. ბოლო პერიოდში რომა კარგ შედეგს აჩვენებს. გასახდელში სრული ჰარმონიაა და თითოეული ჩვენთაგანი მოტივირებულია, რომ წარმატებული სვლა განაგრძოს.

„მილანი კარგ ფორმაშია, მწვრთნელი შესანიშნავად მუშაობს, თუმცა ჩვენს კარგი პერიოდი გვაქვს, ვართ მოტივირებულები და საკუთარი ძალების გვწამს.

„სმოლინგი ? ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა ხვალინდელი მატჩისთვის მზად არ არის. ვფიქრობ, ის ევროპა ლიგისთვის დაგვიბრუნდება.“

ფონსეკას აზრით, კორონა ვირუსის მიუხედავად სერია ა-ს ფორმატის შეცვლა არ დასჭირდება.

„არ მგონია, რომ სეზონის ბოლომდე რაიმე შეიცვლება, ამის საჭიროება არ არსებობს. ყველა გუნდი პროტოკოლს იცავს და ერთიანად ვცდილობთ, რომ სეზონი ჩავამთავროთ.

„სკუდეტოს ფავორიტები ? იუვენტუსი და ინტერი, თუმცა რამდენიმე გუნდს მათთვის საკმაოდ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ. სერია ა ძალიან დაბალანსებული ჩემპიონატი გახდა. არ აქვს მნიშვნელობა შენი მოწინააღმდეგე სატურნირო ცხრილში რომელ ადგილზეა, შენ მაინც რთული შეხვედრა მოგიწევს.“