Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ რომა საკუთარ ძალებში დარწმუნებულია“

პაულო ფონსეკამ პარმასთან 3 – 0 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და 3 გოლის გატანა მოვახერხეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო.

„მეორე ტაიმში დომინაცია გავაგრძელეთ და მომენტების შექმნაც მოვახერხეთ, თუმცა სამწუხაროდ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მხითარიანი უდიდესი პროფესიონალია და მას სხვადასხვა ამპლუაში შეუძლია თამაში, ამიტომ მისი კარგი ასპარეზობა არ მაკვირვებს.

„გუნდს ეტყობა, რომ საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. ედინ ჯეკო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა თავისი იდენტობა ლიდერების გარეშეც შეინარჩუნოს.“

ფონსეკას ჰკითხეს მის კონტრაქტზე, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება.

„მე ამ თემაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი მთავარი ამოცანა თამაშების მოგება და გუნდის მაქსიმალურად კარგი თამაშია. მე კმაყოფილი ვარ, რადგან რომა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა და სტაბილურად კარგად თამაში დაიწყო.“