Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ სერია ა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ჩემპიონატია“

რომას უკვე ყოფილმა თავკაცმა პაულო ფონსეკამ Record-თან საუბრისას სერია ა-ს შესახებ ისაუბრა.

„იტალიაში ჩასვლის პირველივე დღიდან ვცდილობდი იტალიის გარეთ ქომაგებისთვის მეჩვენებინა, თუ რამდენად ძლიერი და რთული ჩემპიონატია სერია ა. ბოლო პერიოდში იტალიური ფეხბურთი ძალიან შემტევი გახდა და ამას გასული გოლების მაჩვენებელიც ადასტურებს.

„მართალია ტაქტიკის მხრივ თითოეული მატჩი ძალიან ჩახლართულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან სანახაობრივია. ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება იტალიურ ფეხბურთს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს, რადგან სერია ა-ს მიმართ ინტერესი უფრო გაიზრდება.“