Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ სმოლინგი და მოიორალი სასტარტოში“

პაოლო ფონსეკამ ცსკა სოფიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ცსკა სოფიამ ბაზელში მოიგო, ეს ძალიან ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, ამიტომ ჩვენ მოედანზე საჭირო მიდგომით გვმართებს გასვლა. მათ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც ერთი-ერთზე თამაშის დროს პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

„საბედნიეროდ სმოლინგმა ტრავმა მოირჩინა და ხვალ სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მანჩინიმ, კუმბულამ და იბანესმა შესანიშნავი ტრიო შექმნეს, თუმცა კრისი ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრება.

„ასევე სასტარტოში იქნება ბორხა. ის ძალიან ახალგაზრდაა და ადაპტაციისთვის დრო და პრაქტიკა სჭირდება. იანგ ბოისთან მან ბევრი იმუშავა, მე მისი შესაძლებლობების მჯერა.

„მილანთან მატჩი ? საერთო ჯამში რომამ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ასეთი გუნდების წინააღმდეგ გოლების გაშვებას უნდა მოვუკლოთ, რადგან მათ კარში გატანა ძალიან რთული ამოცანაა.

„სიტუაცია კორონა ვირუსთან დაკავშირებით ? ჩვენ თამაში ძალიან რთულ პირობებში გვიწევს, თუმცა ჯანდაცვის წარმომადგენლების მიმართ სრული ნდობა გამაჩნია. იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის ფორმატი არ შეიცვლება.“