Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ სმოლინგი პარმასთან ვერ დაგვეხმარება“

პაულო ფონსეკას პრესკონფერენცია პარმასთან მატჩის წინ.

„სამწუხაროდ ედინ ჯეკომ კორონა ვირუსის დამარცხება ვერ მოახერხა და ხვალ ჩვენს შეტევას ბორხა მაიორალი გაუძღვება.

„სანაკრებო პაუზის დროს ჩვენ სავარჯიშოდ საკმაოდ ბევრი დრო გვქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს გუნდს წაადგება. ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები ჩვენ თავდაჯერებულობას გვმატებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„პარმა ძალიან მომწონს, მათ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც კონტრ-შეტევებზე შესანიშნავად თამაშობს, ამიტომ სივრცეების მაქსიმალურად შეზღუდვა აუცილებელი იქნება. სამწუხაროდ ხვალ სმოლინგი ვერ დაგვეხმარება, თუმცა გუნდი ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.“

იანვრიდან გუნდს ახალი სპორტული დირექტორი – ტიაგო პინტუ ეყოლება, რომელიც ბენფიკაში მუშაობდა.

„ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო და ჩემთან ამ თემას არაფერი საერთო არ აქვს. პინტუ შესანიშნავი დირექტორია, რომელიც დიდი გუნდიდან გვიერთდება და ეს ძალიან მახარებს.

„რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ყველა ფრონტზე ერთად უნდა ვიმუშაოთ და რომასთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთოთ.“