Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ სმოლინგი რომას ლიდერია“

პაულო ფონსეკამ ფიორენტინას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„სმოლინგმა ზედიზედ მეორე მატჩი დაიწყო ძირითადში და გუნდმა ორივე შეხვედრა კარი მშრალად შეინახა, რაც დამთხვევა ნამდვილად არ არის, მე ყოველთვის ვიძახდი, რომ კრისი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

„ჩვენ დაცვაში 3 ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და კრისის ნაირი გამოცდილი ფეხბურთელი, რომელსაც ლიდერობის აღება თავის თავზე შეუძლია, აუცილებლად გვჭირდებოდა.

„მთელმა გუნდმა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგად ითამაშა. დღეს დაცვაშიც და კონტრ-შეტევებზეც ძალიან სოლიდურები ვიყავით. პელეგრინი ძალიან ინტელიგენტი ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე თამაში ერთნაირად კარგად შეუძლია.“

რომა მიმდინარე სეზონში ტექნიკურად დაუმარცხებელია, თუმცა ვერონასთან დაურეგისტრირებული ფეხბურთელის მოედანზე გაშვების გამო გუნდს 3 – 0 მარცხი ჩაეთვალა.

„ჩვენი მიზანი, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, გასულ სეზონზე უკეთესი შედეგის ჩვენებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გვსურს. დღეს დავინახეთ, რომ გუნდი ძალიან დაბალანსებულია და ჩვენ ჩვენი ძალების გვწამს.“