Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ სპორტული დირექტორი გვჭირდება“

პაულო ფონსეკამ ბენევენტოსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 22:45 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

ჟურნალისტებმა რომას მწვრთნელს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ჰკითხეს, რომელიც ჯერ კიდევ ვაკანტურია.

„გუნდი სპორტულ დირექტორს ეძებს, რადგან ჩვენ ამ თანამდებობაზე გამოცდილი ადამიანი აუცილებლად გვჭირდება. ყველა გუნდისთვის ეს პოსტი მნიშვნელოვანია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.

„მე არასოდეს მითქვამს, რომ ამ გუნდით კარგი შედეგებისთვის ბრძოლა არ შეგვიძლია. რომას აქვს იმის რესურსი, რომ ოთხეულისთვის და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს.

„მე ისიც ვთქვი, რომ ალესანდრო ფლორენცის დარჩენა მსურდა, თუმცა მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო და პსჟ-ში გადავიდა.

„ედინ ჯეკოსთან არანაირი პრობლემა არ არსებობს, ის ჩვეულ სტილში ვარჯიშობს და ძალიან მოტივირებულია.

„პელეგრინის განსხვავებულ პოზიციებზე შეუძლია თამაში, რაც იტალიის ნაკრებშიც გამოჩნდა. ეჭვგარეშეა, რომ ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გიფურაა და მისი მრავალფუნქციურობა ჩვენ მატჩის მიმდინარეობის დროს სქემის შეცვლის საშუალებას გვაძლევს.

„ბენევენტო ძალიან მონდომებული და გამბედავი გუნდია. ისინი თავდაჯერებულები არიან და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მათ ორი შეხვედრა მოიგეს და ინტერთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდნენ, ამიტომ ხვალ რთული შეხვედრა გველის.“