Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა ტოტენჰემს ჩაიბარებს

Sky Sport Italia-ს ინფომრაციით, რომას უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა მომდევნო სეზონიდან ტოტენჰემის მწვრთნელი გახდება.

პორტუგალიელ სპეციალისტს რომასთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ამოეწურა და ის ტოტენჰემში სწორედ მოურინიოს შეცვლის, რომლიც თავის მხრივ რომას თავკაცი გახდა.

ტოტენჰემი მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთანაც აწარმოებდა, თუმცა ინგლისელებმა იტალიელ სპეციალისტთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ მათ მომდევნო სეზონიდან გუნდში ერთი იუვენტუნო მაინც ეყოლებათ, რადგან სულ მალე ფაბიო პარატიჩი ტოტენჰემის სპორტული დირექტორი გახდება.