Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ ტრავმებმა ჩვენს სეზონს დაღი დაასვა“

პაულო ფონსეკამ რომაული დერბის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„პირველი მატჩისგან განსხვავებით (რომელიც ლაციოს გამარჯვებით 3 : 0 დასრულდა) ხვალინდელი შეხვედრისთვის ჩვენ უფრო კარგად მოვემზადეთ და მეტოქის ძლიერი მხარეები უკეთესად შევისწავლეთ.

„მიმდინარე სეზონი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა. გაუთავებელმა ტრავმებმა და მნისვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვამ გუნდს გამოუსწორებელი დაღი დაასვა, რადგან ჩვენ ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა შეგვეძლო.

„რას ვნანობ რომში გატარებულ 2 სეზონში ყველაზე მეტად ? მე ჯალოროსის რიგებში გატარებული წლებით ვამაყობ. მე გუნდს და მის ქომაგებს ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი. გუნდის შედეგებზე პასუხისმგებელი მე ვარ, სწორედ მე ვიღებ გადაწყვეტილებებს და როდესაც რაღაც არ მუშაობს, ესეც ჩემი ბრალია.“

რომამ მიმდინარე სეზონში 56 გოლი გაუშვა…

„ეს მაჩვენებელი მხოლოდ დაცვის ბრალი არ არის, ეს მთლიანად გუნდის პრობლემაა. კრის სმოლინგის ტრავმიანობამ დაცვას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით გვიწევდა თამაში და რა თქმა უნდა, ასეთ დროს შეცდომებისგან დაზღვეული არასოდეს არავინ არის.“