Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ უდინეზესთან ურთულესი დაპირისპირება გველოდება…“

პაულო ფონსეკამ უდინეზესთნ მატჩს წინ, რომელიც ხვალ 15:30 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„პაუ ლოპესი მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს, სამწუხაროდ მარაშ კუმბულას ვარჯიშზე გარკვეული პრობლემები ჰქონდა და არ ვიცი, მოახერხებს თუ არა ის თამაშს. შესაძლოა დაცვაში კრისტანტემ ითამაშოს.

„ჯეკო ? ის, როგორც მაიორალი, კარგ ფორმაში იმყოფება და შსაძლოა ედინმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს. რომას შემადგენლობა ჩემი გადასაწყვეტია და მედიაში არსებული ხმები ამას ვერ შეცვლის.

„საბედნიეროდ პედრო სათამაშოდ მზად არის, თუმცა ელ შაარავის მოცდა მოუწევს, რადგან ის უმოქმედოდ საკმაოდ დიდი ხანი იყო და ფიზიკური ფორმის აღდგენა სჭირდება.

„უდინეზე ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავს და ჩვენ მათი დაცვის ხაზის გასაჭრელად ბევრი მუშაობა დაგვჭირდება.“