Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ უდინესთან რთული მატჩი გველის

პაულო ფონსეკამ უდინეზესთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 22:45 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„შემადგენლობა ? წინასწარ არასოდეს ვიცი, თუ ვინ დაიწყებს სასტარტოდან, ამას ხვალ გაიგებთ. მე ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი და მათ ამის შესახებ იციან.

„დიდ გუნდებთან ჩვენ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, ხვალ კი ძალიან რთული მატჩი გველოდება. უდინეზე თავს სიღრმიდან დაიცავს და ჩვენ მოგვიწევს, რომ სივრცეები ვიპოვოთ.

„ჩვენ შეტევისთვის საუკეთესო მომენტები უნდა შევარჩიოთ. უდინეში თამაში ყველა დიდ გუნდს უჭირს. ისინი თავს კარგად იცავენ და კონტრ-შეტევაზე ძალიან სწრაფად გადადიან.“