Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ ფიორენტინა შვიდეულისთვის იბრძოლებს“

რომას მთავარმა მწვრთნელმა ფიორენტინასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„შემადგენლობაზე ახლა ვერ ვისაუბრებ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ ვინ ითამაშებს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გასული სეზონის შედეგები გავაუმჯობესოთ და ამისთვის საჭიროა, რომ თითოეულ შეხვედრას მაქსიმალური კონცენტრაციით და მონდომებით შევხვდეთ. ჩვენ განვითარება უნდა განვაგრძოთ, რადგან გუნდი სრულყოფილი არასოდეს არ არის. თუ იმ რომას გავიხსენებთ, რომელიც გასულ სეზონში ამ პერიოდისთვის თამაშობდა, გაუმჯობესება სახეზეა, ჩვენ უფრო მეტი თავდაჯერებულობა და ხარისხი გვაქვს.

„ფიორენტინა ძალიან კარგი გუნდია. მათ შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერეს. მათ ბევრი ტაქტიკური სქემით შეუძლიათ თამაში და ხვალ ძალიან რთული თამაში გველის. ჩემი აზრით, ფიორენტინას სერია ა-ს დასრულება შვიდეულში შეუძლია.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შეტევაში უფრო სწრაფად ვიმოძრაოთ. ამ ასპექტში ბოლო პერიოდში საკმაოდ მოვუმატეთ, თუმცა გაუმჯობესების საშუალება ჯერ კიდევ გვაქვს.“