Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ შედეგით კმაყოფილი არ ვარ“

იუვენტუსთან ნათამაშები ფრის შემდეგ, რომას მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, კარგი თამაში ჩავატარეთ, თუმცა შედეგით კმაყოფილი არ ვარ. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და თამაშის მოგება გვმართებდა.

„დღეს ყველამ ვნახეთ, რომ ჯეკო ძალიან მოტივირებულია. მას თამაშის მოკვლის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, თუმცა საერთო ჯამში მას კარგი თამაში ჰქონდა.

„რატომ გამოვიყენე მხოლოდ 2 ცვლილება ? გუნდი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. იუვენტუსს მომენტები თითქმის არ ჰქონია და რომა თავს კარგად იცავდა. პელეგრინის დაღლილობა შეეტყო და მისი შეცვლა ამიტომ გადავწყვიტე. პედროს, ჯეკოს და მხითარიანს ვკითხე, სჭირდებოდათ თუ არა მათ შეცვლა, თუმცა მოედნის დატოვება არც ერთმა მათგანმა არ მოინდომა.

„მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდმა დღეს კარგად ითამაშა, თუმცა სამწუხაროდ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რომა გამარჯვებას იმსახურებდა.“