Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ შემტევი გუნდები ფეხბურთისთვის ძალიან კარგია“

პაულო ფონსეკამ ბენევენტოს 5 – 2 დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ იტალიურ ფეხბურთში შემტევ სტილზე უფრო და უფრო მეტი გუნდი გადადის, რაც საერთო ჯამში სპორტისთვის ძალიან კარგია.

„ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, თითოეული ფეხბურთელი თავდაჯერებულია და მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ახლახანს დაიწყო, ჩვენ კარგი შედეგების მოლოდინში ვართ. მოკლე დროში საკმაოდ ბევრი თამაშის ჩატარება გვიწევს, მაგრამ გუნდი ამ დატვირთვისთვის მზად არის.“

ფონსეკა ყოველთვის შემტევი ფეხბურთის მოყვარული იყო, სერია ა-ს 9 შეხვედრაში კი ამ ტურში 41 გოლი გავიდა.

„ბოლო წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ სერია ა უფრო და უფრო შემტევ ფეხბურთზე გადადის და ეს გოლების რაოდენობითაც დასტურდება. მომწონს, როდესაც ჩემი გუნდი ბევრ საგოლე მომენტს ქმნის და ამავდროულად თავს კარგად იცავს, ასეთი სტილით თამაში ფეხბურთისთვის კარგია.“

რომამ დღევანდელ შეხვედრაში ტრადიციულ 3 – 4 – 2 – 1 -ს უღალატა და 4 – 3 – 3 ტაქტიკით ითამაშა.

„გუნდმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ორი სხვადასხვა ტაქტიკით თამაში შეუძლია. გააჩნია, თუ ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე რა რა სქემას იყენებს ის.

„სკუდეტო ? მოდით ვიყოთ რეალისტები, სერია ა-ში ახლა სკუდეტოსთვის ორი გუნდი იბრძვის. სწორედ მათ დახარჯეს ტრანსფერებზე ყველაზე მეტი, შემდეგ კი არის რამდენიმე გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და რომა ზუსტად მათ რიგებშია.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გასულ სეზონზე უკეთესი შედეგი დავაფიქსიროთ.“