Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ შეცდომას ყველა უშვებს“

პაულო ფონსეკამ მილანი – რომას შემდეგ, რომელიც ფრედ, 3 – 3 დასრულდა, კომენტარი გააკეთა და მატჩის მთავარ არბიტრზე, პიერო ჯაკომელიზეც ისაუბრა, რომელმაც ორი ძალიან საეჭვო 11-მეტრიანი დადო.

„მსაჯზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ჩვენ ყველას გვაქვს კარგი და ცუდი დღეები, შეცდომას ყველა ვუშვებთ. მან შეცდომა ორივე გუნდის სასარგებლოდ დაუშვა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ბევრი საუბარი საჭირო აღარ არის.

„მატჩის კარგი მხარე ის არის, რომ 3 გოლი გავიტანეთ, ცუდი კი ის, რომ 3 გავუშვით… ეს არ არის ის შედეგი, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს, რადგან რომას ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება სურს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თამაშს სამჯერ ვაგებდით, ვფიქრობ ქულის აღება პოზიტიური შედეგია.

„ჩვენ გვსურს, რომ გასულ სეზონზე უკეთესი შედეგი დავაფიქსიროთ და ახლა მთელი ჩვენი ყურადღება ევროპა ლიგის მატჩზეა. ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა, გუნდი ამბიციურია და თამაშიდან თამაშამდე ვითარდება.

„რა არის ჩვენი ამბიციები ? სკუდეტოზე საუბარი ძალიან ხმამაღალი იქნება, რადგან არიან გუნდები, რომლებმაც ჩვენზე მეტი ფული დახარჯეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეგვიძლია.“