Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფონსეკა:“ ჩვენმა სტრატეგიამ გაამართლა“

პაულო ფონსეკამ ტორინოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ხალხი ამბობდა, რომ რომა შეტევაში კარგად თამაშობდა, თუმცა დაცვაში შედარებით ცუდად გამოიყურებოდა. აიაქსთან ორივე მატჩში ჩვენ სტრატეგია შევცვალეთ და ამან გაამართლა.

„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომამ იდენტობა დაკარგა. ჩვენ უბრალოდ განსხვავებული რამ ვცადეთ, რადგან ეს იმ მომტენში საჭირო იყო. ხვალ ჩვენ კვლავ შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ვითამაშებთ.

„მე იმიტომ არ ვმუშაობ, რომ კრიტიკოსები და სხვა ადამიანები დავარწმუნო. მე მსურს, რომ რომას გულშემატკივრებს და გუნდს წარმატება მოვუტანო და ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა გაიმარჯვოს. ადამიანები ხან გვაკრიტიკებენ, ხანაც კი ჩვენთან არიან, ეს ფეხბურთს ნაწილია.

„ეს ძალიან უცნაური და უნიკალური სეზონია და გუნდები, რომლებმაც ევროპულ ტურნირებზე შორს გაღწევა მოახერხეს, ამის საფასურს იხდიან. მაგალითისთვის, ვილიარეალმა ოსასუნასთან წააგო, ბაიერნმა კი ფრე ითამაშა. ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში ძალიან რთულია, რასაც გადაღლილობა და ტრავმები მოაქვს.

„ჩვენ ევროპა ლიგაზე ძალიან კარგად გამოვიყურებით, მაგრამ ახლა მთელი ფოკუსი სერია ა-ზე და ტირონისთან მატჩზე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით და ქულების დაკარგვის საშუალება არ გვაქვს.“