Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ფონსეკა:“ ჩვენ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია“

პაულო ფონსეკამ კროტონესთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ყველაზე მეტი ფული ბოლო პერიოდის განმავლობაში იუვენტუსმა და ინტერმა დახარჯეს და სწორედ ამიტომ ისინი ფავორიტები არიან, თუმცა მათ გარდა იტალიაში არის კიდევ 5-6 ძლიერი გუნდი, რომლებსაც სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლიათ და ჩვენ მათ შორის ვართ.

„შეხედეთ მილანს, მათი მიღწევები ფანტასტიკურია, ასევე არ შეიძლება ნაპოლის და ატალანტას დავიწყება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინტერი და იუვენტუსი გამოკვეთილი ფავორიტები არიან.

„კროტნესთან მატჩს რაც შეეხება, მართალია ისინი ბოლო ადგილზე არიან, თუმცა მათი არდაფასება ძალიან სახიფათო იქნება.

„მე მათ მატჩს ინტერის წინააღმდეგ ვუყურე და აშკარაა, რომ ამ გუნდს ხარისხი და გამბედაობა აქვს. ხვალ რთული მატჩი გველოდება, თუმცა ჩვენ ამბიციურად უნდა ვითამაშოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ.“